ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები.

სკოლის შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა და მისი ღირებულება დაახლოებით 1.7 მილიონი ლარია.

Previous articleახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა
Next articleსტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანებები გაუნულდებათ