Home Blog გვერდი 113

სამეგრელოში სასწრაფო დახმარების 3 ახალი შენობა გაიხსნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა. დღეიდან, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. დიდი ჭყონის, სენაკისა და ხობის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

საქართველოს რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 22 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 31 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო დახმარების ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს

სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ხელფასი 100 ლარით გაეზარდა

0

დღეიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ხელფასი 100 ლარით გაეზარდა.

აღსანიშნავია, რომ სრულად განახლებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი და პერსონალის კომფორტული სამუშაო პირობებით უზრუნველსაყოფად აშენდა და შენდება სასწრაფო დახმარების ახალი ცენტრები საქართველოს მასშტაბით.

პირველი ივლისიდან ასევე გაიზარდა სოფლის ექიმების და სოფლის ექთნების ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.

ასევე, დღეიდან სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით, უფროსი სოციალური აგენტების ანაზღაურება კი 100 ლარით გაიზარდა.

პირველი ივლისიდან 30-ლარიანი ზრდა შეეხო 70 წელს ზემოთ პენსიონერების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და I ჯგუფის შშმ პირთა პენსიებს.

შშმ პირებს პენსია 30 ლარით გაეზარდათ

2020 წლის პირველი ივლისიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (I ჯგუფი) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს პენსია დამატებით 30 ლარით ეზრდებათ (ჯამში 250 ლარი თვეში).

გაზრდილი ოდენობის სოციალურ პაკეტს 40 000-ზე მეტი პირი მიიღებს.

ბახმაროში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, გურია რომელიც „მწვანე რეგიონის“ სტატუსს ინარჩუნებს ტურისტების მისაღებად ემზადება. ტურისტული სეზონის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს დაბა ბახმაროში, სადაც დამსვენებლების კომფორტული გარემოს შესაქმნელად ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

დაბაში ელექტრომომარაგების 0,4 კილოვოლტიანი ძაბვის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამრიცხველიანების სამუშაოების დასრულების შემდეგ 2 000 კომლს ექნება მუდმივი ელექტრომომარაგება. პროექტი რომლის ღირებულებაც 2 849 000 ლარს შეადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

ინტენსიურად მიმდინარეობს კურორტის დასუფთავება. პროცესში ჩართულია მერიის სხვადასხვა სამსახურები, რათა დამსვენებლებს ბახმარო მომზადებული დახვდეს. ასევე იგეგმება ცენტრალური სკვერის მოწყობა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია!
აღდგენილი საირიგაციო სისტემით სოფელი სართიჭალისა და მუღანლოს მოსახლეობა ისარგებლებს.
მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში:
მოეწყო ახალი, მონოლითური რკინაბეტონის წყალგამანაწილებელი არხის 2500 მეტრიანი მონაკვეთი;
ჩატარდა ფილტრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებები, მოეწყო წყალგამშვებები;
ჩაუტარდება დემონტაჟი ძველ (ამორტიზირებულ) ღარულ არხს;
მოეწყობა მეორე რიგის წყალგამანაწილებელი არხი სიგრძით 2 კმ;
პროექტის ღირებულება 1 775 000 მლნ ლარს შეადგენს.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყლის მიწოდება გაუმჯობესდება და რეგულარულად მოირწყვება 400 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.
რწყვის სეზონის პარალელურად, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს!

მცხეთის მუნიციპალიტეტში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ქანდაში,ბიწმენდში, აღდგომლიაანთკარში და ვაზიანში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს, სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აწარმოებს, ოთხივე ობიექტის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. აღსანიშნავია რომ ამ დრომდე ზემოთ აღნიშნულ სოფლებს საბავშვო ბაღები არასდროს ჰქონიათ.
საბავშვო ბაღების მშენებლობის დასრულების შემდეგ სააღმზრდელო დაწესებულებაში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება,სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.
მიმდინარე წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საერთო ჯამში 7 ახალი საბავშვო ბაღი შენდება, რომელიც ყველა მოთხოვნილ თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს,დაახლოებით 6 სააღმზრდელო დაწესებულებას კი რეაბილიტაცია უტარდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება

0

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს

ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს.

ამ დროისთვის დაწყებულია შიდა გზების მოწყობა.

სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 33 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

ობიექტი ექსპლუატაციაში წლის ბოლოს შევა, რის შემდეგაც ზუგდიდის მოსახლეობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მოემსახურება.

ჭიათურაში რიგით 79-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

0

ჭიათურაში რიგით 79-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.

საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ ჭიათურისა და მიმდებარე სოფლების – კაცხის, მანდაეთის, ნიგოზეთის, პერევის, რგანის, გეზრულის, ვაჭევის, ზოდის, სარქველთუბნის, სვერის, ქვაციხის, წირქვალის, ხვაშითის, ჯამში, 53 000 ათასზე მეტ მოსახლეს მოემსახურება.

ჭიათურის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მე-17 იქნება.

ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა, საარქივო მომსახურება და სხვ.

ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკით, უფასო ინტერნეტით.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა აქტიურად გრძელდება. პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

თავდაცვის ძალებში შეფმზარეულების გადამზადება იწყება

0

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, თავდაცვის ძალებში შეფმზარეულების გადამზადება იწყება. პროექტის შედეგად ქართველი სამხედროების მენიუ უფრო მრავალფეროვანი გახდება და საგრძნობლად გაუმჯობესდება მათი კვების ხარისხი. ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის მონაწილეებს დღეს მცხეთაში, პირველი ქვეითი ბრიგადის სასადილოში უმასპინძლა. სტუმრებმა სასადილოს ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, ქართული ჯარის კვების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ სიახლეებს გაეცნენ და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

პროექტი, რომელიც თავდაცვის ძალების მზარეულების გადამზადებასა და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას ისახავს მიზნად, 1 ივლისს წეროვანში, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში ოფიციალურად დაიწყება. სპეციალურად მოწყობილ საველე სამზარეულოში თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ სასადილოებში მომუშავე მზარეულებს მასტერკლასებს საქართველოში ცნობილი მზარეულები ჩაუტარებენ. ლევან კობიაშვილი, ლუკა ნაჭყებია, მანუელ ფაუნდეს ბარანდა და შეფმზარეული მაია კაციაშვილი ქართულ ჯარში მომუშავე შეფმზარეულებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს 44 დღის განმავლობაში ჩაუტარებენ. პროექტის მონაწილეები ქართული ჯარის კვების რაციონის გამრავალფეროვნებაზეც იმუშავებენ და მენიუს ახალ კერძებს შემატებენ. პირველ ეტაპზე მომზადებას 30 მზარეული გაივლის, რის შემდეგაც მათ სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ.

პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, პროექტში მონაწილე მზარეულები მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში განახორციელებენ, პროცესის მონიტორინგს კი, საქართველოს კულინართა ფედერაციიდან 4 დარგის სპეციალისტი ჩაატარებს.