ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია!
აღდგენილი საირიგაციო სისტემით სოფელი სართიჭალისა და მუღანლოს მოსახლეობა ისარგებლებს.
მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში:
მოეწყო ახალი, მონოლითური რკინაბეტონის წყალგამანაწილებელი არხის 2500 მეტრიანი მონაკვეთი;
ჩატარდა ფილტრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებები, მოეწყო წყალგამშვებები;
ჩაუტარდება დემონტაჟი ძველ (ამორტიზირებულ) ღარულ არხს;
მოეწყობა მეორე რიგის წყალგამანაწილებელი არხი სიგრძით 2 კმ;
პროექტის ღირებულება 1 775 000 მლნ ლარს შეადგენს.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყლის მიწოდება გაუმჯობესდება და რეგულარულად მოირწყვება 400 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.
რწყვის სეზონის პარალელურად, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს!