ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს.
ამ დროისთვის დაწყებულია შიდა გზების მოწყობა.
სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 33 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
ობიექტი ექსპლუატაციაში წლის ბოლოს შევა, რის შემდეგაც ზუგდიდის მოსახლეობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მოემსახურება.