დღეიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ხელფასი 100 ლარით გაეზარდა.
აღსანიშნავია, რომ სრულად განახლებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი და პერსონალის კომფორტული სამუშაო პირობებით უზრუნველსაყოფად აშენდა და შენდება სასწრაფო დახმარების ახალი ცენტრები საქართველოს მასშტაბით.
პირველი ივლისიდან ასევე გაიზარდა სოფლის ექიმების და სოფლის ექთნების ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.
ასევე, დღეიდან სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით, უფროსი სოციალური აგენტების ანაზღაურება კი 100 ლარით გაიზარდა.
პირველი ივლისიდან 30-ლარიანი ზრდა შეეხო 70 წელს ზემოთ პენსიონერების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და I ჯგუფის შშმ პირთა პენსიებს.