თერჯოლაში ახალი თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ბიწმენდს აქამდე სააღმზრდელო დაწესებულება არასდროს ჰქონია.
პარალელურად ქალაქ დუშეთში ბაღების შენობებისა და მათი ეზოების რებილიტაცია მიმდინარეობს.
რეაბილიტაცია უტარდება დუშეთის ნომერ პირველ, მეორე და მესამე საბავშვო ბაღებს.
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის 5 ლოტზე მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. პირველი ლოტის 3.5 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები დასრულებულია. დარჩენილ მე-7 ლოტზე სამუშაოების დაწყება და დასრულება დაგეგმილა 2021 წლისთვის.
გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქ. ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქ. ონიდან 5 კმ-ით.
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ძალიან მნიშვნელოვანია სოციალ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება.
თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად მგზავრობის დრო 4,5 საათი იქნება
პროექტის საერთო სავარაუდო ღირებულება 105 000 000 ლარს შეადგენს და მისი დასრულება ეტაპობრივად 2021 წლისთვის არის დაგეგმილი.
შეჭირვებული ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტების გადაცემა გრძელდება
რეგიონში გრძელვადიან პროგრამას, პანდემიით გამოწვეული სიტუაციის გამო მხარდაჭერა შეჭირვებულ ოჯახებს სურსათით და ჰიგიენური საშუალებებით ორგანიზაცია ახორციელებს მუნიციპალიტეტებში.
სულ დღემდე ორგანიზაცია დაეხმარა 850 ოჯახს.
სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრმა გასულ კვირას მიიღო 4.000$ შემოწირულობა ჰონგ-კონგში ბაზირებული ორგანიზაციიდან “Drop of Life”, რომელიც სრულად მოხმარდება შეჭირვებულ ოჯახებში სასურსათო და ჰიგიენური ამანათების დარიგებას. სულ შესყიდულია 110 საკვები და ჰიგიენური ამანათი, რომელიც გადაეცემა ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 50 ოჯახს და ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 60 ოჯახს. 1 ამანათის ღირებულებაა 110 ლარი.
ორგანიზაცია ამ შემოწირულობის ფარგლებში მჭიდროდ თანამშრომლობს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან და ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტებთან. საკვების დარიგება განხორციელდება ერთობლივად მუნიციპალიტეტების და ორგანიზაციის მიერ.
ქალაქ თელავში ავტოსადგომის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
პროექტი რომელიც მიმდინარეობს კახეთში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან არის დაფინანსებული და ჯამური ღირებულება 1 256 645 ლარს შეადგენს. მშენებლობის დასრულების დროდ მიმდინარე წლის შემოდგომა განისაზღვრა. თელავის ავტოსადგომი 40 ერთეულ ავტობუსზე იქნება გათვლილი. პირველ ეტაპზე თელავს 10 ერთეული ავტობუსი გადაეცემა, ხოლო მეორე ეტაპზე დაგეგმილია 25- 30 ავტობუსის შემოყვანა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ახალი ავტობუსი უკვე შეისყიდა. თელავის მცხოვრებლები მალე ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებენ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და EBRD-ის მხარდაჭერით თელავში მიმდინარეობს ავტოსადგომის მშენებლობა, რომელიც გათვლილია ჯამში 35- 40 ავტობუსზე, პირველ ეტაპზე თელავში შემოვა 10 ერთეული ავტობუსი, რომელიც იმოძრავებს ქალაქის მასშტაბით, ხოლო მეორე ეტაპი მოიცავს 25-30 ავტობუსის შემოყვანას, რომელიც უკვე მთლიანად მუნიციპალიტეტს მოემსახურება.
ქუთაისის შემოვლითი გზის 19-კილომეტრიან მონაკვეთზე, ახალი ორი ზოლის მშენებლობა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტარლის ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 19 კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნა. ამ მონაკვეთზე ექსპლოატაციაში შევიდა ავტომაგისტრალის ახალი 2 ზოლი. ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სპეციალური სქემის შესაბამისად: თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ნახშირღელეს კვანძით ქუთაისი-სამტრედიის გზის მე-13 კმ-მდე, საიდანაც ნიკეას ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან გეგუთის სატრანსპორტო კვანძს, ხოლო დაფნარის სატრანსპორტო კვანძის გავლით გააგრძელებენ მოძრაობას ფოთი-ბათუმი-სარფის და სენაკი-ზუგდიდის მიმართულებებით.
გეგუთი-ბაშის მონაკვეთზე გადაადგილება განხორციელდება ორივე მიმართულებით ორი სამოძრაო ზოლით, ხოლო ბაშიდან დაფნარამდე არსებულ მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ დასავლეთის მიმართულებით ორი სამოძრაო ზოლის გამოყენებით.
დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზაზე, რომლის 37-ე კმ-დან მოძრაობას განაგრძობენ მარჯვნივ და ბაშის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით დაუკავშირდებიან თბილისის მიმართულებას.
ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილია 4 ლოტად. ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისი-სამტერდიის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობისგან განსხვავებით, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და პროექტის ღირებულება 200 მილიონ 255 ათას ლარამდეა.
ქუთისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე, ახალი 2 ზოლის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება.
დაბა გუდაურში ახალი ბაღის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა გუდაურში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.ამ დროისთვის სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.
ბაღი 35 აღსაზრდელზეა გათვლილი. აღსანიშმნავია,რომ ამ დრომდე, გუდაურში მცხოვრებ მოსახლეობას სააღმზრდელო დაწესებულება არასდროს ჰქონია.
დაბა ყაზბეგში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება
დაბა ყაზბეგში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება
დაბა ყაზბეგში ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის მიმდებარედ არსებული გზა სრულად განახლდა. რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დახმარებით ტერიტორიაზე ახალი ორ საფარიანი ასფალტი იგება,ტენდერში გამარჯვებული კომპანია დასკვნით სამუშაოებს ახორციელებს.საერთო ჯამში ახალი გზის საფარი დაახლოებით ორ კილომეტრიან მონაკვეთზე იცვლება.
113 ეკომიგრანტ ოჯახს სახლები დაუკანონდა
კიდევ 113 ეკომიგრანტ ოჯახს სახლები დაუკანონდა – წალკის, თეთრიწყაროს, ნინოწმინდის, ახმეტის, ლაგოდეხის, სიღნაღისა და ხონის მუნიციპალიტეტებში.
მიმდინარე წლის ბოლომდე, საცხოვრებელი ფართი კიდევ 200 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდება, დამატებით 180 ოჯახს კი სახელმწიფო ახალ სახლს შეუსყიდის.
2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფომ, საქართველოს მასშტაბით, უსაფრთხო გარემოში 1300-მდე ეკომიგრანტი ოჯახი განასახლა.
პარლამენტმა გენდერული კვოტირების საკითხზე კანონპროექტი დაამტკიცა
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო, რომელიც გენდერული კვოტირების საკითხსაც ეხება.
ცვლილებით, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ისეთი პარტიული სია უნდა წარადგინოს, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება.
სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენლების რაოდენობა 2028 წლის შემდეგაც გაიზრდება.
კერძოდ, 2028 წლის 28 ოქტომბერს და მის შემდგომ, 2032 წლამდე, საპარლამენტო არჩევნებში პატრიამ ცესკო-ს ისეთი პარტიული სია უნდა წარუდგინოს, რომლის ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება.
2032 წლამდე საქართველოს პარლამენტის გამოკლებულ წევრს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩაანაცვლებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და ა. შ;
2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში პარტიის მიერ წარდგენილ სიაში ყოველი მეორე უნდა იყოს განსხვავებული სქესის კანდიდატი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;
პარლამენტში გათვალისწინებული უფლებამონაცვლეობის წესი საკრებულოს გამოკლებული წევრის შემთხვევაშიც იმოქმედებს (გამოკლებულ წევრს იმავე სქესის კანდიდატი ჩაანაცვლებს).