ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის 5 ლოტზე მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. პირველი ლოტის 3.5 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები დასრულებულია. დარჩენილ მე-7 ლოტზე სამუშაოების დაწყება და დასრულება დაგეგმილა 2021 წლისთვის.

გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქ. ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქ. ონიდან 5 კმ-ით.

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ძალიან მნიშვნელოვანია სოციალ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება.

თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად მგზავრობის დრო 4,5 საათი იქნება
პროექტის საერთო სავარაუდო ღირებულება 105 000 000 ლარს შეადგენს და მისი დასრულება ეტაპობრივად 2021 წლისთვის არის დაგეგმილი.

Previous articleშეჭირვებული ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტების გადაცემა გრძელდება
Next articleმცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს