პროექტი რომელიც მიმდინარეობს კახეთში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან არის დაფინანსებული და ჯამური ღირებულება 1 256 645 ლარს შეადგენს. მშენებლობის დასრულების დროდ მიმდინარე წლის შემოდგომა განისაზღვრა. თელავის ავტოსადგომი 40 ერთეულ ავტობუსზე იქნება გათვლილი. პირველ ეტაპზე თელავს 10 ერთეული ავტობუსი გადაეცემა, ხოლო მეორე ეტაპზე დაგეგმილია 25- 30 ავტობუსის შემოყვანა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ახალი ავტობუსი უკვე შეისყიდა. თელავის მცხოვრებლები მალე ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებენ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და EBRD-ის მხარდაჭერით თელავში მიმდინარეობს ავტოსადგომის მშენებლობა, რომელიც გათვლილია ჯამში 35- 40 ავტობუსზე, პირველ ეტაპზე თელავში შემოვა 10 ერთეული ავტობუსი, რომელიც იმოძრავებს ქალაქის მასშტაბით, ხოლო მეორე ეტაპი მოიცავს 25-30 ავტობუსის შემოყვანას, რომელიც უკვე მთლიანად მუნიციპალიტეტს მოემსახურება.