Home Blog გვერდი 109

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

0

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენა კოჯორში, „ბიოლის“ კომპლექსში გაიმართა. „ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 30-ვე საარჩევნო ოლქში ეყოლება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.

თბილისის მასშტაბით დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:

საბურთალოს საარჩევნო ოლქი –  დავით სერგეენკო

ვაკის საარჩევნო ოლქი – ნოდარ ტურძელაძე

გლდანის საარჩევნო ოლქი – ლევან კობიაშვილი

სამგორის საარჩევნო ოლქი – სოზარ სუბარი

ისნის საარჩევნო ოლქი – კახი კახიშვილი

მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქი – ბექა ოდიშარია

ნაძალადევის საარჩევნო ოლქი – მიხეილ ყაველაშვილი

დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი – გია ვოლსკი

რაც შეეხება რეგიონებს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების სია ასეთია:

მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქი – შალვა კერესელიძე

თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი – ირაკლი ქადაგიშვილი

გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი – დავით სონღულაშვილი

რუსთავის საარჩევნო ოლქი – ნინო ლაცაბიძე

მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქი – ზაურ დარგალი

ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის საარჩევნო ოლქი – გოგი მეშველიანი

გორი-კასპის საარჩევნო ოლქი – გიორგი ხოჯევანიშვილი

ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქი – ზაზა დუგლაძე

ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქი – ანტონ ობოლაშვილი

ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი –  სამველ მანუკიანი

ქუთაისის საარჩევნო ოლქი – ზაზა ლომინაძე

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქი – პაატა კვიჟინაძე

ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქი – ბეჟან წაქაძე

სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქი – გივი ჭიჭინაძე

ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხის საარჩევნო ოლქი – გოჩა ენუქიძე

ზუგდიდის საარჩევნო ოლქი – ირაკლი ჩიქოვანი

ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქი​ – ირაკლი ხახუბია

აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი – ალექსანდრე მოწერელია

ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი – ვასილ ჩიგოგიძე

ბათუმის საარჩევნო ოლქი –  რესან კონცელიძე

ქობულეთის საარჩევნო ოლქი – ზაალ მიქელაძე

ხულო-შუახევი-ქედისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი – ანზორ ბოლქვაძე.

სოფელ ნოსირში 10 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა

სოფელ ნოსირში სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შპს „ინტერაგრომ“ 10 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კომპანიამ ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 230 000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. „ინტერაგრო“ შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარიცაა.

პროგრამის ფარგლებში კომპანიამ ბაღის გაშენებისთვის 500 000 ლარის აგროკრედიტი მიიღო – 200,000 ლარი ბენეფიციარის ინვესტიციაა.

საქართველოში, ლურჯი მოცვის ბაღი 700 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული.

მიმდინარე წელს ქვეყნიდან, დაახლოებით, 700 ტონამდე ლურჯი მოცვია ექსპორტირებული.

2015 წლიდან, დღემდე 10,000 ჰა-ზე შექმნილია მრავალწლოვანი ხეხილისა და კენკროვანი კულტურების ბაღი და სანერგე მეურნეობა.

სოფელ ახალციხეში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს

სოფელ ახალციხეში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის მოსახლეობას სულ მალე საკანალიზაციო და წყალმომარაგების კუთხით არსებული პრობლემები მოუგვარდება, ამისთვის საკანალიზაციო სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, სამუშაოების ღირებულება 580.048 ლარს შეადგენს.

ადიგენი-უდე-არალის საავტომობილო გზის 1 კმ-ზე, მდ. ქვაბლიანზე ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდა

ახალი ხიდი ქ. ადიგენში მდებარეობს და ბათუმი-ახალციხისა და ადიგენი-უდე-არალის საავტომობილო გზებს ერთმანეთთან აკავშირებს.

არსებული ხიდი ვიწრო და დაზიანებული იყო, ხოლო მისი პარამეტრები ვერ აკმაყოფილებდა სატრანსპორტო მოთხოვნებს.

არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, აშენდა რკინა-ბეტონის ახალი ხიდი და ხიდთან მისასვლელი გზები, რომლის საერთო სიგრძე 30.7 მ-ია.

მდ. ქვაბლიანზე აშენებული ახალი ხიდი ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

 პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 531 904 ლარი შეადგინა.

ხობში კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა მოეწყო

ხობში 40 ჰექტარ ფართობზე შემცირებული სახეობის – კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა მოეწყო.

ბუნებრივ გარემოში დასაბრუნებლად ყოველწლიურად დაცულ ტერიტორიებზე რამდენიმე ათას კოლხურ ხოხობს გაუშვებენ.

გარდა ხოხბის შემცირებული სახეობისა, მეურნეობაში ასევე მიმდინარეობს „წითელ ნუსხაში” შეყვანილი სხვადასხვა სახეობის ფრინველის მოშენება.

მეურნეობა ხელს შეუწყობს მკვეთრად შემცირებული პოპულაციის აღდგენას.

თავდაცვის სამინისტრო 5000-მდე ოჯახს ბინებს დაუკანონებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თავდაცვის სამინისტრო 5000-მდე ოჯახს ბინებს დაუკანონებს.

მთავრობის დადგენილების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ 5000-მდე ბინას ფაქტობრივად ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, იძულებით გადაადგილებული პირები, სოციალურად დაუცველი პირები და საქართველოს სხვა მოქალაქეები მიიღებენ.

ბინების დაკანონების შედეგად, ათასობით ოჯახისთვის წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა გადაიჭრება, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს მათ სოციალურ მდგომარეობას.

თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 5000-მდე არაპრივატიზებული ბინა ირიცხება. მათ შორის ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ხონში, სენაკში, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში. ბინებს მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე იძულებით გადაადგილებული პირები დაიკანონებენ.

აღსანიშნავია, რომ სამინისტრო არსებული ბინებით ვერ სარგებლობს და ვერც მათ რემონტს ახორციელებს. შესაბამისად, ამ ფართებში მცხოვრებ მოქალაქეებს არ აქვთ ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები. ახალი ინიციატივა კი, ფაქტობრივ მფლობელებს საშუალებას მისცემს მუნიციპალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამებით ისარგებლონ – შეაკეთონ სახურავები, სადარბაზოები, წყალგაყვანილობის სისტემა და სხვ.

ახალი ინიციატივა პრობლემებს მოუგვარებს სხვა მოქალაქეებსაც, რომლებიც აღნიშნულ შენობებში მართლზომიერად ფლობენ საკუთრებას და მუნიციპალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამებით ვერ სარგებლობდნენ, იმის გამო, რომ შენობები სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ვერ ყალიბდებოდა.

მთავრობის ახალი დადგენილება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის ადმინისტრირებისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესებს მკაფიოდ არეგულირებს. წერილობითი განცხადებასა და შესაბამის დოკუმენტაციას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია განიხილავს.

რუსთავში ახალი საწარმოს მშენებლობით ოთხ თვეში 3000 სამუშაო ადგილი შეიქმნება

რუსთავში ახალი საწარმო შენდება, რომელიც 4 თვეში გაიხსნება და 3000 სამუშაო ადგილს შექმნის.

საწარმო „ქართლი ტექსტილის“ მშენებლობის მთლიანი ინვესტიციის, 20 მლნ ლარის ნახევარი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით მიღებული შეღავათიანი სესხია. ასევე პროგრამის ფარგლებში, საწარმოს გადაეცა უძრავი ქონება.

ახალ საწარმოს „აჭარა ტექსტილი“ აშენებს.

კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებულია, წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების სტატისტიკა ასეთია: მხარდაჭერილია 363 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 796,1 მლნ ლარს, საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა 508 მლნ ლარს აღწევს. სულ შეიქმნება 16 050-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

დიდი დიღმის მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება

საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება. მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა 9 000 კვ.მ ტერიტორიაზე განხორციელდება და სრული დატვირთვის შემდეგ 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.

დიდი დიღმის მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება: ტანვარჯიშის, ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის დარბაზები; სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, სადაც განვითარდება ძიუდოს, ჭიდაობის, კარატეს სექციები, მათ შორის, მოეწყობა კრივის რინგი; ტრენაჟორების სივრცე ფიტნესდარბაზთან ერთად; ორი საცურაო აუზი და კაფე.

ვარკეთილის მულტიფუნქციური ცენტრის მსგავსად, დიდი დიღმის ცენტრი სპორტული ინვენტარის მაღაზიას, მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკას, საკონფერენციო დარბაზს, სახელოვნებო სკოლას, ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცეს, ასევე, მიწისქვეშა პარკინგს მოიცავს.

მსგავსი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ვარკეთილში უკვე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მსგავსი ტიპის სპორტული ცენტრები ამ დრომდე არ არსებობდა. სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას ისახავს მიზნად. ობიექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

მარტვილის მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზრის მშენებლობა მიმდინარეობს.

მარტვილის მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზრის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო პავილიონი, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.
აგრო-ბაზრის მოწყობისთვის 118 459 ლარი გამოიყო. პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დააფინანსებით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს ი.მ სოსო გოგია ასრულებს.
პროექტი გარე მოვაჭრეებთან კონსულტაციით და მათი ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდება.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა და დამთვალიერებელს მასპინძლობს

0

დენდროლოგიური პარკი, თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნებისთვის საუკეთესო გარემო პირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელ რეგიონში. დღევანდელი პარკი წლების განმავლობაში ჭაობად ქცეული ტერიტორია იყო. მის გარდასაქმნელად შესრულდა მასშტაბური, ექსტრაორდინარული სამუშაოები.

60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, 18 ჰექტარზე გაშენდა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადმორგული 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ხე. 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასობით ხე-მცენარეა წარმოდგენილი.

მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს, რომელთა უმეტესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი. დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე ასწლოვან მცენარეებთან ერთად გაშენებულია ბამბუკების კორომი. დამთვალიერებლისთვის დაუვიწყარი სანახაობაა ეგზოტიკური ფრინველებით დასახლებული ტბა.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ბიძინა ივანიშვილის მიერ რეგიონისთვის განხორციელებული კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტია. ციცინათელების პარკი, მინიატურების პარკი, მუსიკოსების პარკი, ბლექ სი არენა, სასტუმრო პარაგრაფი და ახლა უკვე დენდროლოგიური პარკი – ეს ყველაფერი ერთად მთელ ქვეყანას, განსაკუთრებით კი ამ რეგიონს, უფრო მეტად მიმზიდველს ხდის.

დილიდან პარკს რამდენიმე ათასი დამთვალიერებელი უკვე ესტუმრა. მსურველებს პარკის მონახულება უფასოდ შეუძლიათ.