რუსთავში ახალი საწარმო შენდება, რომელიც 4 თვეში გაიხსნება და 3000 სამუშაო ადგილს შექმნის.
საწარმო „ქართლი ტექსტილის“ მშენებლობის მთლიანი ინვესტიციის, 20 მლნ ლარის ნახევარი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით მიღებული შეღავათიანი სესხია. ასევე პროგრამის ფარგლებში, საწარმოს გადაეცა უძრავი ქონება.
ახალ საწარმოს „აჭარა ტექსტილი“ აშენებს.
კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებულია, წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს.
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების სტატისტიკა ასეთია: მხარდაჭერილია 363 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 796,1 მლნ ლარს, საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა 508 მლნ ლარს აღწევს. სულ შეიქმნება 16 050-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.