ახალი ხიდი ქ. ადიგენში მდებარეობს და ბათუმი-ახალციხისა და ადიგენი-უდე-არალის საავტომობილო გზებს ერთმანეთთან აკავშირებს.

არსებული ხიდი ვიწრო და დაზიანებული იყო, ხოლო მისი პარამეტრები ვერ აკმაყოფილებდა სატრანსპორტო მოთხოვნებს.

არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, აშენდა რკინა-ბეტონის ახალი ხიდი და ხიდთან მისასვლელი გზები, რომლის საერთო სიგრძე 30.7 მ-ია.

მდ. ქვაბლიანზე აშენებული ახალი ხიდი ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

 პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 531 904 ლარი შეადგინა.

Previous articleხობში კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა მოეწყო
Next articleსოფელ ახალციხეში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს