420 ოჯახს წყალტუბოში ახალი საცხოვრებელი ბინები გადაეცა. დევნილებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ასაშენებლად სულ 37 მლნ ლარი დაიხარჯა.
დევნილები წყალტუბოს სანატორიუმებში მძიმე პირობებში, ნგრევად შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. მათი განსახლების მიზნით, 560 ოჯახზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. 140 ბინა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს 2020 წელს გადაეცათ, ხოლო 420 დევნილი ოჯახი ახლა განსახლდა.
560 დევნილი ოჯახი ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ სახლებში იცხოვრებს. ოჯახებს საცხოვრებელი ბინები სრული რემონტით ჩაბარდათ. მოეწყო მისასვლელი გზები, გამწვანების ზოლი და ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე. საცხოვრებელი ბინები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ყველა სანატორიუმი, სადაც დევნილები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, დაიხურება.
2012 წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე 27 000 დევნილ ოჯახს გადაეცა და დაუკანონდა ფართები.