ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. სამუშაოების ფარგლეში, გზის მესამე ლოტზე მიმდინარეობს კიუვეტების და გვერდულების მოწყობა, ასევე, საგზაო ნიშნების დაყენება და მონიშვნა.
ახალი საავტომობილო გზის სიგრძე 51.5 კილომეტრია. სამუშაოების დასრულების შემდეგ საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით გადაადგილების დრო 1,5 საათით შემცირდება.