ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით აღდგენილმა მოიერიშე თვითმფრინავებმა – სუ-25-ებმა საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელეს. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია 4 მოიერიშე სუ-25-ის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება. აღსანიშნავია, რომ სუ-25 ტიპის მოიერიშე სრულად აღიჭურვა თანამედროვე რადიოელექტრონული სანავიგაციო სისტემით.

გარდა ამისა, პარალელურად მიმდინარეობს მი-24 ტიპის შვეულმფრენის რემონტი, რომლის სატესტო ფრენა უახლოეს მომავალში იგეგმება. ასევე, აქტიურად ხორციელდება UH-1-ების აღდგენის პროცესი და დასრულდა 4 AN-2 ტიპის თვითმფრინავების კაპიტალური რემონტი. ამასთან, გრძელდება დამატებითი საფრენი საშუალებების რემონტი და მოდერნიზება.

სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე საფრენი აპარატების ახალ საამწყობრო საწარმოში თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების ქართველი სპეციალისტების მიერ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად აღდგენა და გარემონტება ხდება.

ავიაციის განვითარების პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო.

Previous articleვაკის რაიონში მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა
Next articleწყალტუბოში 420 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცა