ვაკის რაიონში მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 000 კვ. მ ფართობზე ჩატარდა. პარკში განახლდა საბავშვო მოედანი და საფეხმავლო ბილიკი, შეიცვალა პანდუსები და განთავსდა საბაღე ფურნიტურა. ამასთან, დამონტაჟდა სასმელი წყლის შადრევანი, სარწყავი და განათების სისტემა.

სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტაცია ცაუტარდა არსებულ შადრევანს და მის მიმდებარედ, დამატებით, გამწვანებული თარგებიც მოეწყო, შესაბამისად, გაიზარდა მწვანე არეალის მოცულობა.

მარშალ გელოვანის სახელობის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს.

Previous articleხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში საჯარო სკოლა აშენდა
Next articleოთხ სუ-25-ს სრული რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია ჩაუტარდა