ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერიაში საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. სკოლა 430 მოსწავლეზეა გათვლილი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის 4-სართულიან სკოლაში ლაბორატორიები, საბიბლიოთეკო სივრცე, სპორტული და სააქტო დარბაზები განთავსდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს „ეთნოსოფლის“ მასშტაბური პროექტის განხორციელება. სრულდება თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში, წელსვე დაიწყება სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო პროცედურები.