ერთ წელიწადში საქართველოში პირველი „აუთლეტ ვილიჯი“, ანუ სავაჭრო ქალაქი გაიხსნება, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე საქართველოში ჩამოსულ მილიონობით ტურისტს მოემსახურება.
10 ჰექტარ ტერიტორიაზე ქალაქის ტიპის „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პირველი ფაზა 2022 წელს დასრულდება. პროექტის ინვესტიციის მოცულობა 70 მილიონი ლარია. „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პროცესში შეიქმნება 500 სამუშაო ადგილი, ხოლო სავაჭრო სივრცის სრული დატვირთვით ფუნქციონირებისას 2 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
აღსანიშნავია, რომ სავაჭრო სივრცის პროექტირებაში ჩართულია ესპანური კომპანია, რომლის დაპროექტებულია მადრიდისა და ბარსელონას „აუთლეტ ვილიჯები“. ასევე, ახალ სავაჭრო სივრცეს მენეჯმენტს გაუწევს მსოფლიოს ტოპ-კომპანიებში შემავალი ამერიკულ-ევროპული აუთლეტ მენეჯმენტ კომპანია.
პროექტს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 70 მილიონი ლარია, კომპანია „დომუსი“ ახორციელებს.