სოფელ ხაბუმეში ახალი სკოლა აშენდა. 60 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლა დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის იქნება განკუთვნილი. იგი ადაპტირებულია და სრულად არის აღჭურვილია ახალი ინვენტარით.
ახალ შენობაში განთავსებულია 8 საკლასო ოთახი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, სასადილო ოთახი, სამედიცინო ოთახი, სამასწავლებლო. სკოლას ასევე ექნება თანამედროვე სტანდარტის ღია სტადიონი.
აღსანიშნავია, რომ სკოლა საუკუნოვანი და ისტორიული მნიშვნელობის ძველი სკოლის ბაზაზე აშენდა – 1916 წელს, ზუგდიდის მაზრაში ის პირველი ქართულენოვანი სკოლა იყო.
სკოლის მშენებლობა დასრულებულია და სამუშაოების საერთო ღირებულება 1 214 000 ლარს შეადგენს.