დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალში სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აღნიშნული საჯარო სკოლის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა, რომლის დასრულების შედეგად, შენობა ცენტრალური გათბობის სისტემით აღიჭურვა. ასევე, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სველი წერტილები, განახლდა არსებული სპორტული დარბაზი და გაკეთდა მინიფეხბურთის სტადიონი.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 295 000 ლარს აღემატება.
ცნობისათვის, ჭართლის საჯარო სკოლაში ამ დროისათვის 61 მოსწავლე ირიცხება.