ახალი პროექტის – “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ლენტეხში სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს. თამარ მეფის ქუჩაზე ხორციელდება გამწვანებისა და მოპირკეთების სამუშაოები. ამასთან, ქუჩაზე მიმდინარეობს 12 შენობის რეაბილიტაცია, იხსნება ფასადის ღიობებში საერთო ხასიათიდან ამოვარდნილი ელემენტები.
სახელმწიფო პროგრამა “განახლებული რეგიონები” პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო, აქტიურად მიმდინარეობს და მუნიციპალიტეტების ცენტრების რეაბილიტაციას გულისხმობს.