პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროქტ “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ამბროლაურში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ამბროლაურში მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობებს რეაბილიტაცია უტარდება. ამასთან, დაგეგმილია მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერის სრული რეაბილიტაცია. სკვერში მოეწყობა საბავშო გასართობი ზონა, კაფეტერიის სივრცე და საფეხმავლო ბილიკები. აღნიშნული ტერიტორია სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.