საბურთალოს რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ფანასკერტელი-ციციშვილის ქუჩაზე, N11 კორპუსის მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობზე სკვერი მოაწყო.
კორპუსთან მდებარე ფერდობი წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი ტერიტორია იყო, სადაც დაუსრულებელი ავტოფარეხების რკინის კონსტრუქცია იყო განთავსებული. პირველ ეტაპზე, ამ კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა და რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, პროექტი მომზადდა.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მაგიდის ჩოგბურთის, კალათბურთის და სავარჯიშო სივრცე მოეწყო. ასევე, დამონტაჟდა ბავშვთა გასართობი, თანამედროვე ატრაქციონები, ლედ განათების სისტემა და სკვერისთვის საჭირო ინვენტარი. სკვერში გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა – დაირგო 250 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე, მოეწყო სარწყავი სისტემა და დაიგო რულონური ბალახი.