პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროქტ “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ცაგერში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. მიმდინარეობს შოთა რუსთაველის ქუჩისა და მერაბ კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია. ჯამში, განახლდება 16 შენობა. ამასთან, ცაგერში მიმდინარეობს ლადო ასათიანის სკვერის რეაბილიტაცია, ხორციელდება საფეხმავლო ბილიკების განახლება და სკვერის გამწვანება. სკვერი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.