პროგრამის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, დაგეგმილია ონის ურბანული განახლება. სამუშაოების ფარგლებში, ხორციელდება დემეტრე II-ის მოედნის გარშემო შენობების რეაბილიტაცია. კერძოდ, ფასადის დაზიანებული ნაწილების განახლება, ფასადის ღიობებში საერთო ხასიათიდან ამოვარდნილი ვიტრაჟების შეცვლა ახალი ხანძარმედეგი ეკოლოგიურად სუფთა იზო ალუმინით.

გარდა ამისა, ეწყობა სარეკლამო სივრცეები, რაც მოხსნის შენობებზე სარეკლამო ბანერებისა და სტიკერების ქაოტურობას. აგრეთვე, ხორციელდება აღმაშენებლის მოედანზე მდებარე სკვერის განახლება, შადრევნის განახლება და ლანდშაფტის ცვლილება ნარგავების ჩართვით. პროგრამის ფარგლებში, ეწყობა ბილიკები, მონტაჟდება სკამები და ლამპიონები.

Previous articleწყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში თეთრა მღვიმე გაიხსნა
Next articleცაგერში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება