წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში თეთრა მღვიმე გაიხსნა. ის ნაღვენთებით გამორჩეულ უძველეს მღვიმეს წარმოადგენს. მღვიმეში მოწყობილია სპეციალური სივრცე, სადაც ღვინის დაძველებისთვის შესაბამისი გარემოა შექმნილი. აღნიშნულ სივრცეში ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, სხვადასხვა ადგილობრივი წარმოშობის ღვინოები დააგემოვნონ.

მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, მოეწყო ღვინის სადეგუსტაციო და ტურისტული დანიშნულების ლოკაცია და ბილიკები. მღვიმე აღიჭურვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახანძრო და ავარიული უსაფრთხოების სისტემებით, დამონტაჟდა თანამედროვე გარე და შიდა განათების სპეციალური სისტემა. თეთრა მღვიმე პირველია, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

ეკოტურისტული სივრცე საშუალებას იძლევა, მოეწყოს ქართული და უცხოური ღვინის გამოფენები, კონფერენციები და ტრადიციული ფესტივალები. დაგეგმილია პირველი ღვინის მაღაზიის მოწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება მღვიმეში დაძველებული ღვინოები.

აღსანიშნავია, რომ კერძო ინვესტიციის ფარგლებში განხორციელებული პროექტის ღირებულება 400 000 ლარამდეა.

Previous articleხონში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება
Next articleონში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს