პროექტ „განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ხონში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს ქალაქის ცენტრის რეაბილიტაციას, ქალაქ ხონის შემოსასვლელის, ცენტრალური მოედნის, სკვერისა და კაკაბაძის ქუჩაზე გასასვლელი ნაწილის კეთილმოწყობასა და დენდროლოგიის განახლებას.
სამუშაოები უკვე დაწყებულია და ამ ეტაპისთვის მრავალსართულიანი სახლების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.