ჭიათურაში გონდოლებიანი საბაგირო გაიხსნა, რომელითაც უკვე 20 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. პროექტის ფარგლებში, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საბაგირო სადგურებსა და გზებს. საბაგირო გზების საერთო სიგრძე 3428 მეტრია და მასზე თანამედროვე სტანდარტების 8 გონდოლა იმოძრავებს.
აღსანიშნავია, რომ ჭიათურაში აშენდა 4 რევერსული ტიპის გონდოლებიანი საბაგირო გზა ქალაქის 4 სხვადასხვა მიმართულებით მდებარე უბნებისათვის. ქალაქის ცენტრიდან საბაგირო გზები გადაიყვანენ მგზავრებს შემდეგი მიმართულებით: სანატორიუმი (862 მეტრი); ნაგუთი (1081 მეტრი); ლეჟუბანი (845 მეტრი) და მუხაძე (640 მეტრი).
ახალი საბაგირო გზები ჭიათურაში საქართველოს და საფრანგეთის მთავრობების დაფინანსებით აშენდა. პროექტის საერთო ღირებულებამ 55 მილიონი ლარზე მეტი შეადგინა.