მასშტაბური სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ჭიათურაში ნინოშვილის, ყაზბეგის, თხელიძის, წერეთლის და 9 აპრილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
კერძოდ, თხელიძის ქუჩაზე ხორციელდება ტროტუარისა და 7 ერთეული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ფასადების რეაბილიტაცია, ქორწინების სახლის ფასადის რეაბილიტაცია, კინოს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, წერეთლის ქუჩაზე არსებული სკვერის მოწყობა, კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერისა და სკეიტბორდის მოედნის მოწყობა, 9 აპრილის ქუჩაზე 3 ერთეული და წერეთლის ქუჩაზე 2 ერთეული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ფასადების აღდგენა.