ზესტაფონში იუსტიციის სახლი აშენდება, რაც ნიშნავს, რომ იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა 2022 წლის ბოლოდან ზესტაფონის მოსახლეობასაც შეეძლება. ასევე, ზესტაფონის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლიც განთავსდება. ახალი ფილიალის მშენებლობა შემოდგომაზე დაიწყება და 2022 წლის დეკემბერში დასრულდება.