ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში 300-მდე მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სრული რეაბილიტაცია ვადაზე ადრე, ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება.
პროექტის თანახმად, სკოლის რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხდება და შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის, მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები, დამონტაჟდება გათბობის, ვენტილაციის, წყალმომარაგების სისტემები, კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.9 მილიონი ლარით დაფინანსდა და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.