ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, საჩხერე-ქვემო ხევი-უზუმთა-შქმერი-ზუდალის კმ.40,9-კმ.48,6 (ლოტი VI) და კმ.29,5-კმ.40,9 (ლოტი V) მონაკვეთების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
სარეაბილიტაციო გზა, რომელიც გრუნტოვანი იყო, სრულად რეაბილიტირდება. ამ დროისთვის V ლოტზე მიწის სამუშაოები და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა სრულდება და მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხოლო VI ლოტზე ასფალტ-ბეტონის საფარის ორივე ფენა მოეწყო და მიმდინარეობს საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტრალური მონიშვნის სამუშაოები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 41 700 000 ლარია, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია “NEW ROAD” ასრულებს.