მარტვილის მუნიციპალიტეტში ქალაქ მარტვილისა და ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 90-მეტრიანი ხიდი.
სამუშაოები ითვალისწინებს რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების და გაბიონების მოწყობას, ასევე, მოეწყობა ასფალტ-ბეტონის სავალი ნაწილი და ლითონის მოაჯირები.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება. ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოსახლეობას საშუალება ექნება, კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილდეს.