პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით, იუსტიციის სახლების თანამშრომლებს პირველი ივლისიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათ.
ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გარდაბანში იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ბატონი პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, იუსტიციის სახლების თანამშრომლებს პირველი ივლისიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათ. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა ამ გადაწყვეტილებისთვის თქვენ პირადად, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.