საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ფოთში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს.
ქ.ფოთის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.
ამ დროისთვის, დასასრულს უახლოვდება ქ.ფოთში წმინდა გიორგის ქუჩის რეაბილიტაცია.
აღნიშნულ ქუჩაზე პროექტის ფარგლებში მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, ბორდიურები, ტროტუარები, ეზოში შესასვლელები და რკინა-ბეტონის კიუვეტები.