პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებული, დაახლოებით, 76 მილიონი ლარის გადაუხდელი ჯარიმები ჩამოეწერებათ.
ამნისტია შეეხება და ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება საქართველოს 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი.