ხაშურში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 900 000 ლარზე მეტს შეადგენს.
სამუშაოების ფარგლებში, უკვე მოეწყო სცენა, საოპერატორო სივრცე, მოპირკეთდა ჭერი და შეიღება კედლები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დარბაზში იატაკის დაგება, რის შემდეგაც დამონტაჟდება სკამები, მოეწყობა გახმოვანებისა და განათების სისტემები.
პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება და ქალაქს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კულტურის სახლი შეემატება.