ფოთის მუნიციპალიტეტში თამარ მეფის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასფალტის საფარი 1 200 მეტრზე იგება, პროექტის ღირებულება კი 1 მილიონ 17 ათასი ლარია.
გზის რეაბილიტაციის შემდეგ მოსახლეობა განახლებული, მოწესრიგებული გზით ისარგებლებს.
ფოთის მუნიციპალიტეტისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მხრივ სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.
თამარ მეფის ქუჩაზე გზის მოასფალტების სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
ფოთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად 8 ქუჩაზე მიმდინარეობს.