ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში, მერაბ კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ახალი გზა სამ კილომეტრამდე მონაკვეთზე დაიგება.
გზის რეაბილიტაციას გეოლოგიური და კონსტრუქციული სირთულეების გამო გარკვეული შეფერხებები ჰქონდა, თუმცა ამჯერად გრუნტის გამაგრების პრობლემა მთლიანად მოგვარებულია და ასფალტირების სამუშაოები ხორციელდება.
განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ქალაქში სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგებას შეუწყობს ხელს. სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.