აბაშის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელთან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და შემოდგომაზე დასრულდება.
შენობა აღიჭურვება კომპიუტერული სისტემებით, შემეცნებითი და კვების ობიექტებით. ვიზიტორებისთვის ასევე მოეწყობა ავტოსადგომი.
ცენტრში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ ჩვენი რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ. ცენტრი 24 საათის განმავლობაში მოემსახურება სტუმრებს და შესთავაზებს სერვისებს.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.