გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში სააღმზრდელო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია უტარდება.
იგეგმება შენობის სრული განახლება, სახურავისა და კარ-ფანჯრების შეცლა, გამოიცვლება კომუნიკაციები და მოეწყობა ეზო. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, რაზეც მილიონ ლარამდე იხარჯება.
განახლებული სასწავლო წლიდან ხელთუბნის განახლებული საბავშვო ბაღი 200-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.