ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კოლეჯ „ერქვანის“ მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საწყის ეტაპზე ხორციელდება სახელოსნოს მშენებლობა, რომელიც ივნისის ბოლოს დასრულდება. საბოლოო სახეს კოლეჯი აშენებული საცხოვრებლითა და სპეციალური ოთახებით 2022 წელს მიიღებს.
თანამედროვე სტანდარტებით აშენებული კოლეჯი გათვლილია 200 სტუდენტზე, ხოლო საცხოვრებლით სარგებლობა შეეძლება 60 სტუდენტს.
თავდაპირველად დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა ისწავლონ ბუღალტერია, ელექტრობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციის სამუშაოები/მონტაჟი, იატაკისა და ფილის სამუშაოები, შემდგომ ეტაპზე კი ეს წრე გაფართოვდება და სხვა პროფესიებიც დაემატება.
სამუშაოებს ახორციელებს შპს ალიგატორი. პროექტის ღირებულება 1 188 136,47 ლარია.