ქუთაისი(წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ137 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამ დროისთვის რკინა-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს, ასევე, განივი წყალგამტარი მილების მოწყობა, ქვაბულის დამუშავება ოთხკუთხა რკინა-ბეტონის მილების მოსაწყობად.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.