ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 15,5 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო დასკვნით ეტაპზეა. გზის 13-კილომეტრიან მონაკვეთზე მშენებლობა უკვე დასრულდა, ხოლო დარჩენილ 2.5 კმ-ზე სახიდე გადასასვლელის, ხელოვნური ნაგებობებისა და ასფლატ-ბეტონის საფარის საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს.
შემოვლითი მონაკვეთი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზას დააკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზასთან, რის შემდეგაც, ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი.
უახლოეს პერიოდში ტენდერი გამოცხადდება 35 კმ-მდე საგარეჯო-წნორის გზის მშენებლობაზე. გზის ერთი ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ, ხოლო დანარჩენი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, რაც ქართულ კომპანიებს ტენდერში კონკურენტული მონაწილეობის საშუალებას მისცემს.