ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც. ასევე, შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 000 ლარს შეადგენს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.

გარდა ამისა, აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს N12 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში.

პროექტი სააღმზრდელო დაწესებულების შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოებს, კერძოდ, ჯგუფების, საძინებლებისგასახდელების რეაბილიტაციას , კარ-ფანჯრების შეცვლას, ჭერისა და იატაკის მოპირკეთების სამუშაოებს ითვალისწინებს.

პროექტის ღირებულება 164 590,99 ლარს შეადგენს.

Previous articleგარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მიმდინარე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
Next articleახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 15,5-კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო დასკვნით ეტაპზეა