გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების – ნორიოს, ვაზიანის, მარტყოფის, ახალსამგორისა და ახალსოფლის წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი ხორციელდება.
პროექტი გაყოფილია სამ ფაზად. პირველი ფაზა უკვე დასრულებულია, ხოლო დასრულების ეტაპზეა მეორე ფაზა. მალე დაიწყება სამუშაოების მესამე ეტაპი, რომლის დასრულების შედეგად, 30 ათასი ადამიანი უწყვეტ, ხარისხიან წყალმომარაგებას მიიღებს.
მესამე ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებს შიდა სასოფლო ქსელებისა და ახალი წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობას. შედეგად, აღნიშნული სოფლები ათეული წლების შემდეგ პირველად შეძლებენ 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობას.