საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქალაქების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს.
ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, ეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.
ამ დროისთვის, დასასრულს უახლოვდება ქალაქ ქუთაისში ავტოქარხნის მარჯვენა დასახლების ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები.