გარდაბნის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით 1 011 324 ლარის ღირებულების სამუშაოები ხორციელდება სოფელ სართიჭალის შიდა გზებზე. პროექტის დასრულება ივლისის შუა რიცხვებისთვისაა დაგეგმილი, რომლის ფარგლებში, ასფალტის საფარი სოფლის 12 ლოკაციაზე დაიგება. აღნიშნულ მონაკვეთებზე გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა არასოდეს ყოფილა.