ზუგდიდში, სოფელ ნარაზენში „ქართუ ჯგუფმა“ ხარების სახელობის ტაძრის მშენებლობა დაასრულა. ტაძარი უკვე ეკურთხა.
ნარაზენში ტაძართან ერთად აშენდა სამრევლო სკოლა, კომპლექსი და მოეწყო მეურნეობა.
სოფელში აქამდე ეკლესია არ ქონდათ.
პარალელურად “ქართუ” აშენებს ზუგდიდის თეატრს, ასევე, ტაძარს ხიბულაში და რეაბილიტაციას უტარებს მემორიალურ სახლს, ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენაზე მუშაობს ფოთში და აშენებს სპორტულ ინფრასტრუქტურას.