ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩოლაბურის ხიდის მე-8 კმ-დან რუფოთი-ალისუბანი-თუზის საავტომობილო გზაზე.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების, საფეხმავლო ბილიკების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ადგილობრივი შესასვლელებისა და დასახლებულ ადგილებში ეზოებში შესასვლელების მოწყობა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11 400 000 ლარია.