გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს წყლის სისტემების მშენებლობას აქტიურად გრძელდება. სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

სოფელ მუღანლოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოების ფარგლებში, ადგილზე ახალი ქსელის მოწყობა და ორი რეზერვუარის მშენებლობაა მიმდინარეობს.

პროექტის დასრულება 2022 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ათეულობით წლის შემდეგ პირველად ისარგებლებს.

Previous articleმარნეულის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს აქტიურად მიმდინარეობს 
Next articleრუფოთი-ალისუბანი-თუზის საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს